ალბათ, ყველა მოსწავლეს ჰქონია მომენტი, როცა სწავლის მოტივაცია უბრალოდ ქრება - იქნება ეს რთული დავალების შესრულებისას თუ საკონტროლოსთვის მზადების დროს. ნიჭიერთა სკოლაში ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური სწავლის გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 5 გამოცდილ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ იყოთ უფრო პროდუქტიულები და მიაღწიოთ სასწავლო მიზნებს.
1. რეალისტური მიზნების დასახვა - სწავლის საფუძველი
ეფექტური სწავლა იწყება მიზნებიდან. ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლემ ერთ დღეში მთელი კვირის მასალა ისწავლოს, სჯობს:
სასწავლო მასალის მცირე ნაწილებად დაყოფა;
მარტივი თემებით დაწყება;
თანდათანობით რთულ საკითხებზე გადასვლა.
მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილისთვის ჯერ გაიმეორეთ ნაცნობი ამოცანები — ეს გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას და მოგამზადებთ უფრო რთული დავალებებისთვის.
2. სასწავლო გარემოს მოწყობა — წარმატების ნახევარია
კარგად ორგანიზებული სივრცე მოსწავლის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად ზრდის. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
თემატურად დაალაგეთ სახელმძღვანელოები და ნივთები;
გამორთეთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები (მაგ., ტელეფონი, ტელევიზორი);
შექმენით ვიზუალური შეხსენებები, როგორიცაა მიზნების სია;
უზრუნველყავით კარგი განათება და სუფთა ჰაერი.
ნიჭიერთა სკოლაში ჩვენ ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც ყველა მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობს.
3. სტრესის მართვა — მშვიდი გონება ეფექტური სწავლისთვის
სწავლის პროცესში სტრესი ხშირად ხელს უშლის მოსწავლეებს. ამის თავიდან ასაცილებლად:
დაიწყეთ დღე 5-წუთიანი სუნთქვითი ვარჯიშებით; (ღრმად ჩაისუნთქეთ, დაითვალეთ 4მდე დაამოისუნთქეთ)
ყოველ საათში გააკეთეთ მოკლე შესვენება;
გამოიყენეთ შესვენებები სეირნობისთვის ან სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.
ეს მარტივი ნაბიჯები დაეხმარება მოსწავლეებს, შეინარჩუნონ კონცენტრაცია და ენერგია.
4. მეგობრები და აქტივობები — სწავლა გართობასთან ერთად
ნიჭიერთა სკოლაში სწავლა არა მხოლოდ ეფექტური, არამედ სახალისოცაა! ჩვენი მოსწავლეები სარგებლობენ სხვადასხვა წრეებით:
ჭადრაკი: ავითარებს სტრატეგიულ აზროვნებას, რაც მათემატიკაში გამოგადგებათ;
კალათბურთი: ვარჯიშის დროს მეგობრებთან ერთად განიხილეთ გაკვეთილები;
ქართული ცეკვები ან ვოკალი: დაისვენეთ და განიტვირთეთ;
ხატვა: გამოავლინეთ შემოქმედებითი მხარე და გაუზიარეთ მეგობრებს.
როცა მოსწავლეები ერთად სწავლობენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს, მიზნების მიღწევა ბევრად უფრო მარტივი ხდება.
5. წარმატებების აღნიშვნა — მოტივაციის გასაძლიერებლად
ყოველი პატარა თუ დიდი მიღწევა ღირს აღნიშვნად
ჩაიწერეთ თქვენი პროგრესი;
გამოყავით დღის მთავარი წარმატება;
გაუზიარეთ თქვენი მიღწევები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს;
დააჯილდოვეთ საკუთარი თავით (მაგ: საყვარელი დესერტით ან მეგობართან ერთად დამაშით).
ეს მარტივი ნაბიჯები შეგიქმნით პოზიტიურ დამოკიდებულებას სწავლის მიმართ.
რატომ არის ნიჭიერთა სკოლა თქვენი შვილისთვის საუკეთესო არჩევანი?
თქვენი შვილი ისწავლის 35 წლიანი გამცოდილების მქონე სკოლაში, სადაც სწავლა ეფექტური, სახალისო და მოსწავლეზე მორგებულია. თითოეულ ბავშვს აქვს უნიკალური შესაძლებლობები, ჩვენ კი ვეხმარებით მათ, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი.
დროა, თქვენმა შვილმა გადადგას ნაბიჯი წარმატებისკენ!
👉დარეგისტრირდი https://nichiertaskola.edu.ge/resgitration
📞 დაგვიკავშირდით: +995 599 19 92 00