ნიჭიერა სკოლის მისია
შპს ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას.
ნიჭიერა სკოლის ხედვა
სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული.
სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით ...
მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული.
სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით.
ჩვენ ვცვლით საქმიანობას ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით!
სკოლის ძირითადი ღირებულებებია:
სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა).
სკოლის ძირითადი პრიორიტეტებია:
სკოლის ინსტიტუციური განვითარება;
მართივისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია;
სკოლის ყველა წარმომადგენლის წარმატება
პროფესიული ზრდა;
მუდმივი განვითარება და კარიერული ზრდა;
შესაძლებლობების თვითრეალიზება;
უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო
სასწავლო გარემო;
სამუშაო გარემო;
ეფექტრი და ეფექტიანი რესურსები
სკოლაში არსებული რესურსების ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენება;
პარტნიორული ურთიერთობები
შიდა სასკოლო პარტნიორობა
გარე პარტნიორული ურთიერთობები;