2024 წლის 31 ოქტომბერს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის I-ა კლასის მოსწავლეები, კურატორ ნინო შარაშენიძის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ ხის საწარმო „კოდალას“. მოსწავლეებმა ანბანის შესწავლასთან დაკავშირებით ხის მასალა საკუთარი ხელით დააზუმფარეს, ააწყვეს, შეღებეს და ანბანის ასო ბგერები აი-ია შექმნეს.
შრომითი გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი სკოლის პირველ კლასელი მოსწავლეებისათვის.