სპექტაკლი "ლამაზი ცრემლები"
Oct 17, 2024
2024 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემიის V, VI, VII კლასისმოსწავლეები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისმხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება "იცანის" ორგანიზებით, დაესწრნენ რეჟისორ თათული გომართელის მიერ დადგმულ სპექტაკლს"ლამაზი ცრემლები".
მოსწავლეები დალოცა და სიტყვით მიმართა დეკანოზ არჩილ ხაჩიძემ ,ხოლო სპექტაკლის დასასრულს გაიმართა მევიოლინე გვანცა ჩხეიძისა და ბენდი “იცანის”ხელმძღვანელობით მუსიკალური კომპოზიცია .
სკოლის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით საპატრიარქოს ასეთი მნიშვნელოვანიდა საინტერესო პროექტში მონაწილეობისთვის.